LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar Land Rover-მა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უკან გამოწვევის კამპანია დაიწყო

109
ქირიას NEWS შაბლონი (1)

Jaguar Land Rover-მა დაადასტურა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ათიათასობით კროსოვერი მსოფლიო ბაზრიდან გაწვევას ექვემდებარება. მხოლოდ აშშ-ში გაწვეული იქნება 170 ათასზე მეტი ავტომობილი, რაც კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ რიცხვად სახელდება.

პრობლემა ეხება რამდენიმე მოდელს, რომლებიც ჰიბრიდული (mild hybrid) სისტემებით არის აღჭურვილი. დადგინდა, რომ დეფექტურმა მიკროსქემამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დენის (DC) გარდამქმნელის მწყობრიდან გამოსვლა, რაც 12 ვოლტიანი სისტემის ფუნქციების დაკარგვას და საბოლოოდ ძრავის სრულ გაჩერებას იწვევს.

როდესაც პრობლემა აქტიურდება, მძღოლი დაფაზე იღებს გაფრთხილებას უსაფრთხო გაჩერების შესახებ. თუმცა, თუ შეტყობინება იგნორირებულია, ავტომობილი საბოლოოდ ჩერდება და გადაცემათა კოლოფი ნეიტრალურზე გადადის, რის შემდეგაც ძრავის ხელახლა ამუშავება უკვე შეუძლებელი ხდება.

გაწვევის სიაში მოხვდა რამდენიმე პოპულარული მოდელი, მათ შორის: Range Rover, Range Rover Sport, Range Rover Velar, Range Rover Evoque, Land Rover Discovery, Land Rover Defender, ასევე Jaguar E-Pace და Jaguar F-Pace.

ავტომობილები წარმოებულია 2019–2024 წლებში. კომპანია აცხადებს, რომ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დაზარალებულ მფლობელებს შეტყობინებები ზაფხულში დაეგზავნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები