კონცერნმა Jaguar Land Rover აშშ–ს საერთაშორისო ვაჭრობის კომისიას მიმართა და Volkswagen Group–ისთვის რამდენიმე კროსოვერის გაყიდვის აკრძალვა მოითხოვა. ბრიტანული კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, გერმანელები მათ ტექნოლოგიებს ყოველგვარი ნებართვის გარეშე იყენებენ.
გამოცემა Bloomberg–ის ინფორმაციით, ტექნოლოგიების მოპარვაში დადანაშაულება შესაძლოა Volkswagen–ისთვის ძალიან ცუდად დასრულდეს და მას აშშ–ში რამდენიმე პოპულარული მოდელის რეალიზება აეკრძალოს. მათ შორისაა – Porsche Cayenne, Lamborghini Urus, Volkswagen Tiguan და რამდენიმე Audi, მათ შორის Q5.
ბრიტანელები ფიქრობენ, რომ VW არღვევს პატენტებს, იყენებს ანალოგიურ სისტემებს და ამ ყველაფერს თავის გამოგონებად ასაღებს.
კომისიას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ექსპერტთა ვარაუდით, გამოძიების პროცესი შესაძლოა 2023 წლამდეც კი გაიწელოს.