LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან მოდიოდა – რეჯეფ ტაიფ ერდოღანი

104

ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან მოდიოდა, – ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი წერს.

მისივე თქმით, თურქეთის ქმედებების წყალობით მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ხაშოგი დაქირავებული მკვლელების ჯგუფმა მოკლა.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ მკვლელობის შემსრულებლები საუდის არაბეთში დაკავებულ 18 პირს შორის არიან. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან მოდიოდა. თურქეთის ხელისუფლებამ წარმოუდგინა მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება ყველა მეგობარ და მოკავშირე ქვეყანას, მათ შორის აშშ-საც“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, მკვლელობის დამკვეთებზე საუბრისას ერდოღანმა კატეგორიულად გამორიცხა, რომ მკვლელობის ბრძანება უშუალოდ საუდის არაბეთის მეფემ სალმანმა გასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g