LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის ახალი მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა: ცნობილია წესები, რომლის დაცვაც საკლუბო ბიზნესს მოუწევს

183
5fd736a96c934

შესასვლელში, თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ; უზრუნველყავით, რომ გასართობი ღონისძიების სივრცეში ერთდროულად სტუმრების რაოდენობა არ აღემატებოდეს სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60%-ს (მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება დაწესებულების მაქსიმალური დატვირთვის შესაბამისად, რომელიც უნდა დადასტურდეს შემოწმების დროს დაწესებულების მიერ); ობიექტზე უზრუნველყავით მხოლოდ იმ სტუმართა მიღება, რომლებსაც გააჩნიათ მწვანე სტატუსი, – ეს იმ რეკომენდაციების ნაწილია, რომელთა დაცვაც საკლუბო ბიზნესის წარმოამდგენლებს მოუწევთ იმისთვის, რომ იმუშაონ.

საკანონმდებლო მაცენზე უკვე გამოქვეყნდა ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ბრძანება, რომელიც ქვეყანაში საკლუბო გასართობ დაწესებულებებსა და ფესტივალებზე COVID-19-ის გავრცელების მინიმიზაციისთვის სპეციალურ გაიდლაინებს აწესებს.

კლუბების ოპერირების ძირითადი გაიდლაინები ასეთია:

უზრუნველყავით დახურულ სივრცეებში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება;

ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, ვიდეოსკრინინგის ან დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

შესასვლელში, თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

უზრუნველყავით, რომ გასართობი ღონისძიების სივრცეში ერთდროულად სტუმრების რაოდენობა არ აღემატებოდეს სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60%-ს (მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება დაწესებულების მაქსიმალური დატვირთვის შესაბამისად, რომელიც უნდა დადასტურდეს შემოწმების დროს დაწესებულების მიერ);

ობიექტზე უზრუნველყავით მხოლოდ იმ სტუმართა მიღება, რომლებსაც გააჩნიათ მწვანე სტატუსი;

უზრუნველყავით სტუმართა რაოდენობის კონტროლი, ადამიანთა ელექტრონული მთვლელი მოწყობილობის გამოყენებით იმგვარად, რომ ღონისძიების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელი იყოს დაწესებულების სივრცეში მყოფი სტუმრების ზუსტი რაოდენობის გამოთვლა;

შენობის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;უზრუნველყავით დასაქმებულები და სტუმრები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);

უზრუნველყავით ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარის განთავსება შენობის შესასვლელში და სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, საერთო საპირფარეშოების შესასვლელში და სხვა საერთო გამოყენების ადგილებში, რომლითაც სარგებლობს პერსონალი და სტუმრები;

პერსონალს მიაწოდეთ ინფორმაცია ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

პერიოდულად დაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები (მათ შორის, ღილაკები, კარების სახელურები, ჩამრთველ/გამომრთველები, მოაჯირები და ა.შ.) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

სალაროსთან უზრუნველყავით გამჭირვალე ბარიერების დამონტაჟება;

საერთო სარგებლობის ფართები უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერით (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

უზრუნველყავით საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი წესით, ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების შესაბამისად.

შეგახსენებთ, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წლის 31 დეკემბრიდან ქვეყანაში კლუბების საქმიანობა ოფიციალურად დასაშვები გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g