ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი „ნიუ ჰოსპიტალსში“ მივიდა, სადაც ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი მოინახულა.
კლინიკაში ვიზიტის შემდეგ, აზარაშვილმა მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა გუშინ. ვუსამძიმრებ პატარა ანგელოზის ოჯახს და სრულიად საქართველოს.
რაც შეეხება ლაზარეს მდგომარეობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელის შემდეგ, ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან. დიდხანს ვისაუბრე ექიმთან, რეანიმატოლოგთან, ასევე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ ის მალე დატოვებს კლინიკას. ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, რეაბილიტაციის პროცესში იქნება თუ მკურნალობის პროცესში, ყველაფერს გავაკეთებთ, ყველაფრისთვის მზად ვართ. რაც შეეხება მესამე ბავშვს, ანდრიას, ის შესაძლოა ერთი საათის განმავლობაში გაეწეროს კლინიკიდან“, – განაცხადა აზარაშვილმა.