LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველანაირი ნარკოტიკული საშუალების მიღებისგან თავი შეიკავონ

110

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველანაირი ნარკოტიკული საშუალების მიღებისგან თავი შეიკავონ. როგორც ის აცხადებს, ყველა მათგანი არის სიცოცხლისთვის საშიში.

“კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას აბსოლუტურად ვთხოვო, კატეგორიულად თუ ხაზგასმულად, როგორც მოქალაქემ, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა. არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს შეუძლია, ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის დაკარგვა. ამიტომ, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ არ მიიღონ ეს საშინელება, არ მიიღონ ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარების და მიწოდების შემცირება იმისთვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან,” – აღნიშნა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g