LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს 1 კოვიდპაციენტის მკურნალობა, საშუალოდ, 900-დან 5 000 ლარამდე უჯდება

55
ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების მხოლოდ 30%-ია ჰოსპიტალიზირებული და ეს პროცესი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება. –  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს 1 კოვიდ პაციენტოს მკურნალობა 900 ლარიდან 5 000-მდე უჯდება. მისი თქმით, ეს თანხა პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარეობს.

„რიგ შემთხვევაში ეს თანხა შესაძლოა მეტი ან ნაკლები იყოს, აქედან გამომდინარე კონკრეტული თანხის დასახელება საკმაოდ რთულია, ვინაიდან ეს არის კომპონენტი, სადაც უწყვეტობა და ხარისხი მნიშვნელოვანია. ზოგადად, ეს კოდი არის საკმაოდ ახალი კოდი და საჭიროებს მეტ დაკვირვებას.

თუმცა, ეკატერინე ტიკარაძემ დასძინა, რომ ექიმები ვალდებულნი არიან ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და ანაზღაურების კომპონენტში დამატებითი რეაგირება მოხდება.

“ამ კრიტერიუმებმა რამდენიმე ეტაპზე განიცადეს სახეცვლილება, რათა ის ყოფილიყო მეტად მიზნობრივი. ექიმები ვალდებულნი არიან ეს კრიტერიუმები გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაზღაურების კომპონენტში გათვალისწინებული იქნება, თუ რამდენად მიზნობრივი იყო მათი ჰოსპიტალიზაცია და ანაზღაურების კომპონენტში მოხდება დამატებითი რეაგირება.”

 

წინა შემოსვლისგან განსხვავებით, ახლა “სინოფარმისა” და “სინოვაკის” თითო ფლაკონში არის აცრის ორი დოზა: გამყრელიძე

ჩინური ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოშია, 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება – პრემიერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები