LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრომ კომაში მყოფი 17 წლის გოგოს შემთხვევის შესწავლა დაიწყო

131

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კომაში მყოფი 17 წლის გოგონას შემთხვევის მოკვლევა უკვე დაიწყო.

სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტში აცხადებენ, მოკვლევა მამის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც სააგენტოს რამდენიმე დღის წინ მიმართა. უწყებაში განმარტავენ, რომ ადგილზე შესვლასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართეს.

“ისტორია უკვე გამოთხოვილი გვაქვს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კომისია უკვე ადგილზე იმუშავებს. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა იკვეთება. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია,“ – აცხადებენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო

17 წლის გოგონას მშობლები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და პერსონალს უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით, პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შემდეგ გოგონას გული გაუჩერდა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

mazda magti 5g