LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტროსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა

65
6E19E4B6-E10C-4284-B61A-00E4BFEBD954

ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა კიდევ 2 პირი დააკავეს.

დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. “ფორტუნა” აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ინფორმაციას მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.

“რისთვის აკავებენ ხალხს, გაგიჟებული ვარ” – ხმაური და დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროსთან

პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა ჯანდაცვის სამინისტროში შესვლა სცადეს, ისინი ამავდროულად სკანდირებდნენ: „მონა! მონა!“

დაპირისპირებისას შეუძლოთ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მას პირველადი დახმარება ადგილზე უტარდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია ქალაქის სამ ადგილზე მიმდინარეობს – იუსტიციის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. ადგილზე შეკრებილი ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა მდებარეობაზე 40-ამდე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.

საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, სუს-თან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს

ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული, რა პროვოკაციაც არ უნდა მოგვიწყონ, ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს – ბაჩო დოლიძე

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g