LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო არავაქცინირებულ და რისკჯგუფში შემავალ ადამიანებს სადღესასწაულო დღეებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

78
ჯანმოოოო

„კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის, “ომიკრონის” საფრთხის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არავაქცინირებული, რისკჯგუფებში შემავალი და 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის რეკომენდაციას ავრცელებს.

ორგანიზაცია ასეთ ადამიანებს სადღესასწაულო დღეებში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, არ არიან სრულად ვაქცინირებული ან კორონავირუსი არ გადაუტანიათ, მძიმე ფორმის განვითარებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მოგზაურობა ისეთ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელება მასობრივად ხდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g