LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: გასულ 24 საათში ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

260
BeFunky-collage (12)

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევების ორი მესამედი ძირითად ოთხ ქვეყანაზე მოდის, ესენია – ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრაზილია და ინდოეთი.

“ბოლო 24 საათში მსოფლიოში ვირუსის 106 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიათან ბრძოლის კუთხით ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გვაქვს გასავლელი. “, – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.

ამასთან, გებრეიესუსმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაინფიცირებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

რა შეზღუდვები დარჩება ხანგრძლივად? – გამყრელიძე განმარტავს

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებს, დაღუპულია 329 731 და გამოჯანმრთელებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები