ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა მიმდინარე წელს ვერ მოხდება – ეს ვერსია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერს ეკუთვნის.
სუმია სვიმინატანის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით წარმოებასა და გამოყენებას, რაც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლადაა საკმარისი, გარკვეული დრო სჭირდება.
“კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საკმარისი რაოდენობის დოზის წარმოებისა და გამოყენებისთვის დრო არის საჭირო. ვსაუბრობთ არა მილიონებზე არამედ მილიარდებზე,”- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა და მოსახლეობას მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, სულ მცირე წლის ბოლომდე აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების დაცვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შეჩერებაა.