LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ხელმეორე პიკია და არა მეორე ტალღა

112
BeFunky-collage (4)

კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა – ეს მეცნიერული ვარაუდია, მაგრამ დამტკიცებით იმის თქმა, ნამდვილად იქნება ის თუ არა, არ შეიძლება, – ეს განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა გააკეთა.

მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს არა კორონავირუსის მეორე ტალღა, არამედ გამეორებითი პიკი.

„იქნება თუ არა მეორე ტალღა, ამაში დარწმუნებული არავინაა. ეს მეცნიერული ვარაუდია, რაც ეფუძნება იმას, რომ ვიცით კორონავირუსები და რესპირატორული ვირუსები. ის, რაც ახლა ხდება ბევრ ქვეყანაში – ეს მეორე ტალღა არაა, არამედ მეორე პიკია პირველი ტალღის…

შეიძლება აღმოვჩნდეთ ვითარებაში, როდესაც ვირუსის მაღალი ეპიდემიურობა გვექნება, ან დაავადების მუდმივი დონე, შესაძლოა, იმაზე მაღალი, ვიდრე ვისურვებდით, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა და დასძინა, რომ “მეორე ტალღასთან ბრძოლა ეფექტური იქნება, თუ პირველი ტალღიდან გავითვალისწინებთ მიღებულ გაკვეთილს.”

946 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 825 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი – ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 203 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3310 პირი.

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 4 პაციენტი კი განიკურნა

სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია – ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 11.1 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 6.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 529 ათასს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g