LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი უხანში საგამოძიებო საქმიანობას იწყებს

89
Untitled

CNN-ის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი უხანში საგამოძიებო საქმიანობას იწყებს. ექსპერტთა ჯგუფმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზი უნდა დაადგინოს.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც 13 ადამიანისგან შედგება უხანში 14 დღის წინ ჩავიდა. მათ უკვე დაასრულეს კარანტინის ორკვირიანი პერიოდი.

ცნობისთვის, „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა სწორედ ჩინეთის ქალაქ უხანში, 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ამის შემდეგ კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g