LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: ყოველწლიურად, 7 მილიონი ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო

93
ჰაერის დაბინძურება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება უფრო სახიფათოა, ვიდრე ექსპერტებს აქამდე ეგონათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯანმო-ს მონაცემებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო, მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ყველაზე დიდ ზარალს დაბალი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნები განიცდიან, რადგან ისინი ეკონომიკური განვითარების სფეროში წიაღისეულ საწვავს ეყრდნობიან.

ჯანმო ჰაერის დაბინძურებას მოწევასა და არაჯანსაღ კვებასთან ერთ რიგში აყენებს და ორგანიზაციის 194 წევრს კლიმატის ცვლილებებთან უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g