LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო : ზაფხულში საქართველოსა და რუსეთში ზიკას ვირუსის საფრთხე გაიზრდება

91

ზაფხულში ზიკას ვირუსი ევროპაშიც გავრცელდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ყველაზე დიდი რისკი არის ტერიტორიებზე, სადაც ვირუსის გადამტანი კოღო ცხოვრობს, მათ შორის – საქართველო, რუსეთი და მთლიანად, შავიზღვისპირა ზოლი.

საშუალო რისკის ქვეყნებია საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს არნიშნულ ქვეყნებს, შეებრძოლონ კოღოს გავრცელებას, მოსახლეობას და განსაკუთრებით, ორსულ ქალებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა გართულებები შეიძლება მოუტანოს მათ ჯანმრთელობას ვირუსმა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ზიკას შემთხვევა საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა რეგისტრირებულია მისი გადამტანი.

ზიკასა და სხვა ტრანსმისიული დაავადებების რისკის შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობა წელს, ისევე როგორც შარშან, ჩაატარებს სადეზინსექციო სამუშაოებს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში – ანაკლიიდან სარფამდე. აგრეთვე, ყველა იმ ადგილას სადაც ზედამხედველობით გამოვლიდება გადამტანების არსებობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ზიკას გავრცელების შანსი ძალიან მცირეა.

ზიკას ვაქცინა ჯერ კიდევ არ არსებობს. ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის და ორსულებში ნაყოფის თავის ტვინის დაზიანებას იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g