LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელი ადამიანის მიერ პირბადის ტარება მას უსაფრთხოების ცრუ განცდას უქმნის – სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრი

736
DzMct-9UYAAynj1

სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრმა, კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა და რეკომენდაციები გასცა. როგორც გაან კიმ იონგმა განაცხადა, ჯანმრთელი ადამიანის მიერ პირბადის ტარება მას უსაფრთხოების ცრუ განცდას უქმნის. ადამიანი, რომელსაც პირბადე უკეთია ხშირად ეხება სახეს, ეს კი დაავადების გავრცელების რისკს უფრო ზრდის.

იონგის განცხადებით, საუკეთესო პრევენცია ვირუსისგან პირადი ჰიგიენის წესების დაცვაა.

ვრცელდება უხანის ექიმების რეკომენდაციები: როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ინფექციის მატარებელი და რა უნდა გავაკეთოთ

„ვირუსი არსებობს წვეთებში, რომლებსაც გამოსცემს ინფიცირებული ადამიანი მოკლე დისტანციაზე, მაგალითად როდესაც ადამიანი ახველებს ან აცემინებს. თუ ეს წვეთები ეხება ადამიანის თვალებს, ცხვირს ან პირს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, მაგალითად ხელით, რომელიც კონტაქტში იყო ამ წვეთებთან, შესაძლებელია, მოხდეს ადამიანის ინფიცირება. ამიტომ რეგულარულად უნდა დავიბანოთ ხელები წყლით და საპნით და უნდა მოვერიდოთ ხელით სახის შეხებას”, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემა შეიძლება მოხდეს ზედაპირთან კონტაქტითაც. როდესაც ადამიანი ახველებს ან აცემინებს, წვეთები ხვდება მაგიდების ან სკამების ზედაპირზე და ასეთ ზედაპირზე ვირუსმა შესაძლოა სიცოცხლისუნარიანობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს.

„როდესაც ადამიანი ეხება ასეთი მაგიდების ან სკამების ზედაპირს, მაშინ ვირუსი შესაძლოა მოხვდეს მის ხელებზე და თუ ეს ადამიანი ხელების დაბანის გარეშე შეეხება თვალებს ან ცხვირს, შესაძლებელია დაინფიცირდეს. შესაბამისად, ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ კარანტინში ხვდებიან ის პირები, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ინფიცირებულმა პირმა სასტუმროსა თუ სავაჭრო ცენტრებში სხვა პირების სიახლოვეს ჩაიარა, ინფიცირების რისკი დაბალია”, – აცხადებს სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრი.

 

https://www.facebook.com/MothershipSG/videos/2580933092036516/?v=2580933092036516

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g