LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტმა კარგად შეგვიფასა შეზღუდვების კომპლექსი: ამირან გამყრელიძე პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობს

69
FORTUNA.GE-

“ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტმა (ჰელსმეტრიკი) კარგად შეგვიფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. შეზღუდვების უმაღლესი 6 ბალიდან, ჩვენ, დაახლოებით, 5-ბალიან სისტემას ვაკმაყოფილებთ.” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულმა 20-მდე შემზღუდველმა ღონისძიებამ, ასევე ტესტირებაზე გაცილებით ადვილმა ხელმისაწვდომობამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ ახალი ინფიცირებულების გამოვლენა გამარტივდა და შემთხვევების რაოდენობაც იკლებს.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, თუმცა აღნიშნავს, რომ სტაბილიზაციის სტაბილურობა ფიქსირდება.

გამყრელიძემ დღეს სწორედ ამ დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება:

◾  ახალი შემთხვევების კლებასთან დაკავშირებით ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია. დადებითობის მაჩვენებლის ტენდენცია მოდის ქვემოთ, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ინფექციის ცირკულაციის აქტიურობის ქვეყანაში;

◾  თუ ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში, მილიონ ან 100 000 მოსახლეზე გადათვლით, ინციდენტობის მაჩვენებელი იყო ერთ-ერთი მაღალი, დღეს უკვე ევროპის შუაგულში ვართ და როგორც ინციდენტობა, ასევე ყველა მრუდი მოდის ქვემოთ;

◾  4 მილიონ მოსახლეზე, გარდაცვალების აბსოლუტური რიცხვი გახლავთ 29. ბოლოდ დღეების განმავლობაში გვაქვს სიკვდილის 29-ზე ნაკლები შემთხვევა, ესეც პოზიტიური ტენდენციის პირდაპირი ინდიკატორია;

◾  ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მიხედვით, 15 იანვრის განახლებიული მონაცემებით, 75%-ზეა ასული ნიღბის ტარების მაჩვენებელი. თუ აღნიშნული მაჩვენებელი 95-% ზე ავა, მაისისთვის უკვე მხოლოდ ერთეული გვექნება სიკვდილიანობა, ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი კი 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოვა;

◾  თუ ნოემბერში ინფიცირებულებიდან ვავლენდით ერთს და ორნაახევარი და სამი ვერ ვლინდებოდა, ეს მაჩვენებელიც ჩამოსულია ქვემოთ – ახლა  ერთ გამოვლენილზე ვერ ვლინდება მხოლოდ 1 ერთი ან 1, 5.

magti 5g