ზაკ სნაიდერი ფილმის, „სამართლიანობის ლიგის“ ახალ ვერსიაზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ფილმში „ჯოკერის“ როლს, კვლავ ჯარედ ლეტო შეასრულებს. ლეტო „სამართლიანობის ლიგის“ დამატებით გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას. ფილმი „თვითმკვლელთა რაზმის“ სიუჟეტურ ხაზს გააგრძელებს, რომელშიც მსახიობმა კომიქსების საკულტო გმირი პირველად განასახიერა. შეგახსენებთ, „სამართლიანობის ლიგის“ პრემიერა 2017 წელს შედგა.
ზაკ სნაიდერის „სამართლიანობის ლიგის“ გადაღებებს HBO Max აფინანსებს. ფილმი 4 სერიად მომავალ წელს გამოვა.