LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარედ ლეტო Met Gala-ზე საკუთარი თავის ფიტულით მივიდა (ფოტო)

1109
jared-leto-met-gala-2019-billboard-1548

,,კემპი: შენიშვნები მოდის შესახებ” – ეს წლევანდელი Met Gala-ს თემა იყო, რაც სიუზენ ზონტაგის 1964 წლის ესეს, ,,შენიშვნები ,,კემპის” შესახებ” ეფუძნება.

ჰომოსექსუალური სუბკულტურისა და ესთეტიკის სინთეზით შთაგონებულ ვარსკვლავებს კოსტიუმების წვეულებისთვის ლუქების შერჩევა არ გასჭირვებიათ, თუმცა როგორც ყველგან და ყოველთვის, ამჯერადაც იყვნენ ისეთები, რომელთაც საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.

არავის გაჰკვირვებია, რომ ერთ-ერთი ასეთი ჯარედ ლეტო იყო, რომელმაც თავისი ექსტრავაგანტულობით მსოფლიო მონუსხა.

საქმე ისაა, რომ ,,ოსკაროსანი” ვარსკვლავი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე ,,გუჩის” წითელი ლუქითა და საკუთარი თავის ფიტულით მივიდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის Met Gala-ზე ჯარედ ლეტოს ჩაცმულობაზე ასევე ,,გუჩიმ” იზრუნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები