„ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს.ჯარს გამოიყვანენ?! ბოლომდე შევასკდებით”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” ოფისთან აქციაზე იმოფება.
მისი თქმით ისინი მმართველი გუნდის დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უწყობენ.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, არანაირი პრეტენზია არ მაქვს ცალკეული პოლიცილების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს მათ არჩევანი არ აქვთ. „ქართული ოცნება“ აიძულებს, რომ მათ ემსახუროს და არა ქვეყანას. „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს.ჯარს გამოიყვანენ?! ბოლომდე შევასკდებით. ქვეყანას სჭირდება, რომ ეს ხალხი წავიდეს, სადამდეც შევძლებ, ბოლომდე ვიჭიდავებ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის სხდომის დასრულებამდე დარჩებიან.
"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება
სამართლადამცველებმა გააკეთეს კორდონი, რომლითაც გადაკეტეს ცენტრალურ ოფისთან მისასვლელი გზა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიცია ადგილზე მობილიზებულია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.