LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასინდა არდერნის შემცვლელმა ფიცი დადო: ვინ არის ახალი ზელანდიის 41-ე პრემიერ-მინისტრი

150
tgrj

ახალი ზელანდიის 41-ე პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი გახდა.

BBC-ის ცნობით, 44 წლის ჰიპკინსი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად დაინიშნა მას შემდეგ, რაც მმართველი „ლეიბორისტული“ პარტიის მხრიდან ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო.

შეგახსენებთ, ახალი ზელანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ერთი კვირის წინ გააკეთა. 

არდერნის თქმით, ის არ გეგმავს მომდევნო ვადით პოსტზე დარჩენას და 14 ოქტომბერს დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან 6-წლიანი რთული და გამოწვევებით სავსე პრემიერობის შედეგად, მას „საკმარისი ძალები“ აღარ დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g