26 წლის პოპ-ვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე, 23 წლის მოდელი, ჰეილი ბოლდუინი იტალიური „ვოგის“ ოქტომბრის ნომრის გარეკანზე მოხვდნენ.
ფოტოსესია ფოტოგრაფის, ჰელმუტ ნიუტონის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო, რომელიც გამოცემასთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.
ფოტოსესია საკმაოდ ცეცხლოვანი და პიკანტური გამოვიდა. წყვილი „ივ სენ ლორანისა“ და „ვერსაჩეს“ ტანისამოსში პოზირებს.
ცნობისთვის, ვარსკვლავური წყვილი ცნობილი ბრენდებისთვის ხშირად პოზირებს, გასულ წელს მათ Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღეს მონაწილოება.
ვნება და ცეცხლოვანი კოცნა - ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანიაში (ფოტო/ვიდეო)
სოციალურ ქსელში 25 წლის ჯასტინისა და 22 წლის ჰეილის პიკანტური ფოტოები გავრცელდა. წყვილი Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანიისთვის ვნებიანათ კოცნის ერთმანეთს და ცეკვავს