LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერი ფოტორეპორტიორს მანქანით დაეჯახა (ფოტოები)

32

რამდენიმე დღის წინ ჯასტინ ბიბერმა ტურნე შეწყვიტა და განაცხადა, რომ თავის ცხოვრებას იესოს უძღვნის. კანადელი მომღერალი ლოს-ანჯელესში Hillsong Church-ის ეკლესიაში მსახურებაზე იმყოფებოდა, იქიდან გამოსული კი მანქანით ფოტორეპორტიორს დაეჯახა, რომელიც მის გადაღებას ცდილობდა.

უბედური შემთხვევის შემდეგ ბიბერი გადმოვიდა მანქანიდან და დაზარალებულის დახმარება შესთავაზა. ამ უკანასკნელმა კი ხუმრობით მიუგო, რომ კარგად არის და გრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან, ასეთი რამე მოხდებოდა.

ინციდენტის ადგილზე მალევე მოვიდა პოლიციის ათამდე ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების მანქანა. ფოტოებზე, რომლებიც თვითმხილველებმა გადაიღეს, ჩანს, რომ ბიბერი სამართალდამცავებს მომხდარზე ესაუბრებოდა.

როგორ დასრულდება მისთვის ეს ისტორია, უცნობია. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები