ამერიკელმა მუსიკოსმა და მსახიობმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალ ალბომზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი მასალა მზად 80%-ით არის და ის მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გამოვა.
მომღერლის ბოლო დისკი „The 20/20 Experience“ გაყიდვაში 2013 წელს გამოვიდა. ის ორი ნაწილისგან შედგებოდა და თითოეულმა მათგანმა Billboard 200-ის ჩარტის დაპყრობა შეძლო. ტიმბერლეიკის უკანასკნელი წარმატებული ჰიტი „ტროლების“ საუნდტრეკი „Can’t Stop the Feeling!“ გახდა, რომელიც „ოსკარზეც“ იყო ნომირირებული.