LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაზფესტივალის ბილეთების გაყიდვა დღეიდან იწყება!..

46

ქუინსი ჯონსი, ლორენ ჰილი, კრის ბრაუნი, ჯეიმი კალამი, ჯგუფი „პროდიჯი“, მაილს ელექტრიკ ბენდი, მეისი გრეი – ეს იმ ვარსკვლავების ჩამონათვალია, რომელთა ხილვაც ბათუმში 15-დან 24 ივლისის ჩათვლით გახდება შესაძლებელი.

ბილეთის ფასი თითო კონცერტზე 50 ლარი გახლავთ. აბონემენტების სისტემა წლევანდელ ჯაზფესტივალზე, როგორც ჩვენ შევიტყვეთ, არ იმოქმედებს. შესაბამისად, ცალ-ცალკე კონცერტების ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ. ჯერჯერობით tkt.ge არ ავრცელებს ინფორმაციას, რამდენად გაიტანენ ბილეთებს სალაროებში.

ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ჯაზფესტივალის ბილეთების გაყიდვა ზემოხსენებული საიტის მეშვეობით დღეიდან დაიწყება, 18.00-ზე.

ბილეთების შეძიენა ნებისმიერი პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ბარათითაც.

13162105_10208163170450077_976078789_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები