LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jazz Club 1984-ში, SOLO-ს მხარდაჭერით, ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება

622
SOLO

1 მაისს SOLO-ს მომხმარებლებს, და არა მხოლოდ მათ, Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის მუსიკალური საღამო ელით. ღონისძიება 21:00 სთ-ზე დაიწყება და მსოფლიოში აღიარებული ჯაზ მუსიკოსები სტუმრებისთვის დაუვიწყარ შოუს გამართავენ. ესენი არიან:

  • ბექა გოჩიაშვილი – პიანო
  • ლუკა თოფურია – კლავიში
  • ლევან დეისაძე – ბასი
  • სოსო ცაგარეიშვილი – დრამი

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, SOLO და MasterCard-ი Jazz Club 1984-ის გენერალური სპონსორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებლები ექსკლუზიურად ისარგებლებენ მუდმივი, 20%-იანი ფასდაკლებით როგორც ჯაზკლუბის ბილეთებზე, ასევე ბარში. 

Jazz Club 1984-ში ლაივ პერფომანსები რეგულარულად, ყოველდღე სრულდება და ის ყოველ საღამოს 21:00 საათზე იწყება. მსმენელის წინაშე კი სხვადასხვა დროს წარდგებიან:

  • ნუცი ნებიერიძე & New York Tbilisi connection
  • კახა ჯაგაშვილის კვინტეტი
  • ლუკა თოფურიას კვარტეტი
  • კემოს კვარტეტი
  • ხატია ქორიძის კვარტეტი
  • გიგი ცინცაძის ტრიო
  • გია რაქვიაშვილის კვარტეტი
  • ზურა რამიშვილის ტრიო
  • რეზო კიკნაძის კვინტეტი

1 მაისის საღამოზე დასასწრებად ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g