გუშინ, „ტორონტოს კინოფესტივალზე“ ფილმის, Unstoppable-ის პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს, ფილმის პროდიუსერები კი ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი არიან.
ჯეი ლო და მეთი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა გვერდიგვერდ ისხდნენ, საუბრობდნენ და ერთმანეთის ხელიც ეჭირათ. ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ექსპერტებმა ჯეი ლოსა და მეთ დეიმონის დიალოგი და ჟესტიკულაცია გაშიფრეს.
როგორც ირკვევა, ჯეი ლო ექს-მეუღლის საუკეთესო მეგობარს 20 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა. მას მეთთან ბენისა და მასთან განქორწინების შესახებ სურდა საუბარი, დეიმონი კი მაქსიმალურად ცდილობდა დიალოგისგან თავის არიდებას.
„ჯეი გთხოვ, ახლა ამაზე საუბრისთვის შეუფერებელი დროა. ვწუხვარ ყველაფრის გამო, რაც მოხდა“, – ამბობს მეთი.
დიდი შეხვედრა და დაზაფრული სახეები – ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთმანეთს შეხვდნენ
კვლავ მეთ დეიმონი – რას აფრთხილებდა საუკეთესო მეგობარი ბენ აფლეკს