LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლავ მეთ დეიმონი – რას აფრთხილებდა საუკეთესო მეგობარი ბენ აფლეკს

557
page

ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის დრამატული ისტორიისა და განშორების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, ტაბლოიდები კვლავ ბენის საუკეთესო მეგობრის, მეთ დეიმონს სახელს აჟღერებს.

„ბენიფერს“ შორის კვლავ მეთ დეიმონმა გადაირბინა? – უახლესი დეტალები ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის დრამატული ისტორიის შესახებ

ამჯერად ცნობილი ხდება, რომ დეიმონი ბენს ჯეი ლოსთან ქორწინებამდე აფრთხილებდა, რომ ისტორია განმეორდებოდა და მათი კავშირი კრახისთვის იყო განწირული.

„მეთი ბენს მუდამ მხარში ედგა. მაშინ, როდესაც ის და ჯეი ლო ერთმანეთს პირველად დაშორდნენ, აგრეთვე გარნერთან განქორწინების შემდეგაც. დეიმონი მეგობარს ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაშიც ეხმარებოდა. როცა ბენმა ჯეი ლოზე დაქორწინება გადაწყვიტა, მეთი ამის წინააღმდეგი იყო და მას აფრთხილებდა, რომ ისტორია განმეორდებოდა, ის იმასაც ვარაუდობდა, რომ ბენი კლავ დაიწყებდა დალევას“, – ჰყვება ინსაიდერი.

შეგახსენებთ, 21 წლის წინ, როდესაც ჯეი ლომ და ბენმა ქორწილი ჩაშალეს, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ყოველივე ამაში დიდი როლი მეთ დეიმონმა ითამაშა, რადგან მას ჯენიფერ ლოპესი არ მოსწონდა.

„ბენი ჯეი ლოს უცბად მიატოვებს, მას გატეხილი გულით დატოვებს, თავად კი მარტივად იპოვის ახალ ქალს… ძლიერი ქალებისთვის შესაფერისი, ხარისხიანი მამაკაცები აღარ არსებობენ“ – „მაჭანკლად“ წოდებული პატი სტეინჯერი „ბენიფერზე“

„ეს ქალი არის შეპყრობილი ბენ აფლეკით და მისი სიყვარულით… გადახედეთ მის პარტნიორებს, ის მოწოდებით არის…“ – ცნობილი ნარკოლოგი „ბენიფერის“ შესახებ ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები