LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეი ლო დაიღალა თავისი ქორწინების გადარჩენით და მუდამ უკმაყოფილო ქმრის დევნით“ – როდის განაცხადებს წყვილი განშორების შესახებ – უახლესი დეტალები „ბენიფერის“ შესახებ

293
page

„ბენიფერის“ შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. ინსაიდერის ცნობით, წყვილი განშორების შესახებ ინფორმაციას სულ მალე გაავრცელებს.

„ჯეი ლო დაიღალა თავისი ქორწინების გადარჩენით და მუდამ უკმაყოფილო ქმრის დევნით. ბენი შესანიშნავი ბიჭია, ბრწყინვალე მსახიობი და რეჟისორი, აგრეთვე საუკეთესო მამა, თუმცა, ის ფაქტობრივად სულ უხასიათოდაა და გარშემომყოფებს ხასიათს უფუჭებს. გამუდმებით ეწევა სიგარეტს და ხშირად უწმაწურ სიტყვებსაც იყენებს, ის თითქმის არასდროს იცინის. ჯეი ლო და ბენი ერთად უკვე აღარ ცხოვრობენ, თუმცა, განშორების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებენ, ისინი შვილების სასწავლო პროცესის სრულად დასრულებას ელოდებიან, რადგან შვილები ორივესთვის უმნიშვნელოვანესია“, – იუწყება წყარო.

„ეს ქალი არის შეპყრობილი ბენ აფლეკით და მისი სიყვარულით… გადახედეთ მის პარტნიორებს, ის მოწოდებით არის…“ – ცნობილი ნარკოლოგი „ბენიფერის“ შესახებ ალაპარაკდა

„ბენი ჯეი ლოს უცბად მიატოვებს, მას გატეხილი გულით დატოვებს, თავად კი მარტივად იპოვის ახალ ქალს… ძლიერი ქალებისთვის შესაფერისი, ხარისხიანი მამაკაცები აღარ არსებობენ“ – „მაჭანკლად“ წოდებული პატი სტეინჯერი „ბენიფერზე“

ცნობისთვის, ლოპესი საოცრად დატვირთული, დამღლელი და ემოციური პერიოდის შემდეგ იტალიაში გაემგზავრა. არტისტი და მსახიობი დროს იახტაზე ატარებს. უკვე ცნობილია ის ფაქტი, რომ ლოპესი დასასვენებლად მეუღლის, ბენ აფლეკის გარეშე გაემგზავრა. სანამ ჯეი ლო იახტაზე ისვენებს, ბენი დროს თავის შვილებთან ერთად, სანტა-მონიკაში ატარებს.

იტალიური ვოიაჟი ბენ აფლეკის გარეშე – ჯეი ლო იახტაზე მამაკაცების გარემოცვაში – პაპარაცული ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები