LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლო Diddy-ს სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე წარდგება – ცნობილია დეტალები

215
page

ჯენიფერ ლოპესი რეპერი, Diddy-ს სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე წარდგება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება პროცესი, თუმცა ცნობილია მიზეზი.

1999 წლის 27 დეკემბერს, ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელზეც Diddy, იგივე შონ კომბსი, თავის იმჟამინდელ შეყვარებულთან, ჯენიფერ ლოპესთან ერთად იმყოფებოდა, ატყდა სროლა. რეპერმა იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სწორედ მაშინ დაიჭრა ნატანია რუბენი სახეში, თუმცა ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. სწორედ ეს „ქეისი“ იქნება განხილული სასამართლო პროცესზე, რომელზეც ჯეი ლო მოწმის სტატუსით დაიკითხება.

შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესმა და რეპერმა ერთმანეთი 1999 წელს, კლიპის, If You Had My Love გაიცნეს. წყვილი მალევე გამოჩნდა ერთად საჯაროდ და ყველაზე ცხელი წყვილის ტიტულიც მოიპოვა. ჯეი ლო მის ყველა კონცერტს ესწრებოდა და მასთან უამრავ ფოტოსაც იღებდა. წყვილის რომანი ორი წელი გაგრძელდა. ინსაიდერები აცხადებდნენ, რომ დაშორების ინიციატორი თავად ჯენიფერი იყო, მიზეზის შესახებ არტისტმა თავად, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

დღე, როდესაც Diddy-მ მორიგი შემზარავი დანაშაული ჩაიდინა – მედიაში ჯეი ლოსა და რეპერის გაცხარებული ჩხუბის ამსახველი კადრები ვრცელდება

„ჯეი ლო შონ კომბსით მხოლოდ მცირე ხნით იყო გატაცებული“ – ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა თანამშრომელმა წყვილის შესახებ დუმილი დაარღვია

„ჯეი ლოსთან რომანის შემდეგ, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დამჭირდა“ – Diddy-ის სკანდალური ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები