„ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან ორი წლის ქორწინების განმავლობაში ის კვლავ ოჯახის კაცად აქცია“, – ამ სათაურით ავრცელებს სტატიას დასავლური მედია.
გამოცემის ინფორმაციით, ჯეი ლოსთვის შვილები უმთავრესნი იყვნენ. ის ხშირად ატარებდა დროს ბავშვებთან ერთად, საკუთარი და მეუღლის შვილები სამოგზაუროდ თუ საყიდლებზე დაჰყავდა.
წყაროს ინფორმაციით, ბენს გამუდმებით სახლში დარჩენა სურდა, თუმცა ჯეი ლო მას აძალებდა, დრო შვილებთან ერთად გაეტარებინა. ამრიგად ბენი კვლავ ყურადღებიან მამად და მეოჯახედ იქცა.