LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეი ლოს პასუხი ბენს?“ – ყოფილ ცოლთან აცუღლუტებული ბენ აფლეკის ფოტოების შემდეგ, ჯენიფერ ლოპესი პოსტს ავრცელებს

109
page

„ოსკარების“ დაჯილდოება ჯენიფერ ლოპესმა კვლავ გამოტოვა, წითელ ხალიჩაზე არც მისი ყოფილი მეუღლე, ბენ აფლეკი გამოჩენილა. სამაგიეროდ, ცოტა ხნის წინ მედიაში ბენ აფლეკისა და მისი ექს-მეუღლის, ჯენიფერ გარნერის ფოტოები გავრცელდა. მათ „უიქენდი“ ერთად გაატარეს და ფოტოების სერია ნამდვილად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მათი ურთიერთობა ყოველგვარ მეგობრულ ზღვარს სცილდება.

ყოველივე ამის ფონზე, 54 წლის ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ოქროსფერი, უმშვენიერესი, ნაქსოვი კაბით პოზირებს. ერთ-ერთი ფოტო კი ზურგიდანაა გადაღებული. ინტერნეტსივრცეში ვარაუდობენ, რომ ეს ბენის ქმედებაზე ჯეი ლოს პასუხია.

ცნობისთვის, ჯეი ლოს, რომელსაც საოცრად უყვარს გრანდიოზულ ღონისძიებებზე სტუმრობა და წითელ ხალიჩაზე განავარდება, „ოსკარების“ დაჯილდოებას 2019 წლიდან არ დასწრებია.

„მარტო მასთან იცინის ასე“ – ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ვოიაჟი და ყოფილი წყვილის უწყვეტი ჟღურტული

ის თავს გამოყენებულად გრძნობს“- ვაიოლეტ აფლეკმა ჯეი ლოსთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები