ჯეიმი ოლივერის ფეისბუკის გვერდზე, ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, მორიგი ვიდეორგოლი გამოქვეყნდა.
ცნობილი ბრიტანელი შეფმზარეული ხაჭაპურს ამზადებს და გამომწერებს რეცეპტსაც უზიარებს. მისი თქმით, საქართველოში ხაჭაპურის მრავალი სახეობა არსებობს და თითოეულ მათგანს დიდი სიამაყითა და გატაცებით ამზადებენ.
შეგახსენებთ, ჯეიმი ოლივერი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოს გაზაფხულზე ესტუმრა. მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ქვეყნის უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს გაეცნო და ქართული კერძების მომზადების მიზნით ადგილობრივ შეფმზარეულებს შეხვდა.