LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმი ოლივერმა საქართველოს გასტრო ტურიზმის პოპულარიზაციისთვის მორიგი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა

114
ჯეიმი ოლივერი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ცნობილ შეფმზარეულთან ჯეიმი ოლივერთან ერთად მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის მიზანი საქართველოს გასტრო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაა.

კამპანიის ფარგლებში, ბრიტანელმა შეფმზარეულმა YouTube-ის, ფეისბუკისა და ინსტაგრამის საკუთარ გვერდებზე ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადების შესახებ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჯეიმი ოლივერმა კერძი ქართველ შეფმზარეულთან გურამ ბაღდოშვილთან ერთად მოამზადა.

ჯეიმი ოლივერს სოციალურ ქსელებში 26 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჯეიმი ოლივერს საქართველოში შარშან უმასპინძლა.

Dio magti 5g