ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა დაინიშნა – ამის შესახებ ნატო -ში ესპანეთის მისიის ტვიტერის ანგარიშზეა ნათქვამი.
ამავე ინფორმაციის თანახმად, კოლომინა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტსაც დაიკავებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
2010 წლიდან, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს ჯეიმს აპატურაი იკავებდა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აპატურა 2 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
El diplomático @MAECgob ?? Javier Colomina ha tomado hoy posesión de su cargo como nuevo Vicesecretario General Adjunto de la #OTAN @NATO para Asuntos Políticos (DASG-PASP) y Representante Especial para el Cáucaso y Asia Central.
¡Mucha suerte!
? @SpainNATO pic.twitter.com/bGwTKspUrS
— España en la OTAN ?? (@SpainNATO) September 1, 2021