ბოლო რამდენიმე დღეა 52 წლის ჯეი ლო „ინსტაგრამ“ გამომწერებს უახლესი ფოტოებითა და ვიდეოებით ძალიან ანებივრებს. მან არაერთი შთამბეჭდავი „ლუქი“ მოირგო.
სახის ზებუნებრივი ნათება და სათვალე 300 ევროდ – უახლესი ფოტოები „ინსტაგრამიდან“
სულ ცოტა ხნის წინ კი ჯენიფერის ნიშნობის ბეჭდის ახლო კადრი გავრცელდა. ლოპესმა ფრჩხილებზე საყვარელი მამაკაცის ინიციალი დაიხატა. ფოტო კი „ინსტაგრამზე“ მისმა სტილისტმა გაავრცელა.
„ჯენი და ბენი სამუდამოდ“ – ასე დაასათაურა უახლესი ფოტო ტომ ბაჩიკმა, სადაც ბენის მიერ ნაჩუქარი მწვანე ბრილიანტის ბეჭედი ახლო ხედით ჩანს.
ფოტო: „შიშველი ვიყავი“ – ჯეი ლო დეტალურად ყვება, როგორ სთხოვა მას ხელი ბენ აფლეკმა