გასულ კვირაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი მეორედ დაინიშნნენ. 52 წლის ჯეი ლო ნიშნობის ბეჭდით გადაიღეს. მალევე ინფორმაცია თავად პატარძალმა დაადასტურა.
არის, ასრულდა ოცნება – ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკზე 17 წლის შემდეგ მეორედ დაინიშნა
ფოტო/ვიდეო: როგორ დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „სიყვარულის ქრონოლოგია“
ვიდეო არტისტის ფანების გვერდზე გავრცელდა. ჯეი ლო მწვანე ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედს უყურებს და სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებს.
„შენ იდეალური ხარ“, – ამბობს ლოპესი. თუ ვისი მისამართით წარმოთქვა ჯეი ლომ ეს სიტყვები, ცნობილი არ არის, თუმცა ბენიც და ბეჭედიც ნამდვილად იდეალურია.
ჯერჯერობით უცნობია, როდის წარმოთქვამს საკურთხევლის წინაშე, მარადიული სიყვარულის ფიცს „ბენიფერი“, თუმცა სავარაუდოდ ეს მალე მოხდება.