გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და მისი მეუღლის, ელკე ბუდენბენდერის ვიზიტის პატივსაცემად უინძორის ციხესიმაგრეში სახელმწიფო ბანკეტი გაიმართა. ღონისძიებას სახელმწიფოს მეთაურები, სამეფო ოჯახის წევრები და სხვა სტუმრები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ: პრინცი უილიამი მეუღლესთან, ქეით მიდლტონთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა, დედოფალ ელისაბედის და პრინცესა ანა, სუპერმოდელი კლაუდია შიფერი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
43 წლის ქეით მიდლტონი ბანკეტზე ბრჭყვიალა კაბითა და „ჯენი პეკჰამის“ მოსასხამით გამოჩნდა, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება დედოფალ ვიქტორიას კოლექციიდან იშვიათმა დიადემამ მიიპყრო. დიადემა 1853 წელს დამზადდა და მასზე გამოსახულია ბრილიანტები და ლალები მბზინავი ლოტოსებისა და თაღების სახით. დედოფალ ელისაბედს ის ერთხელ 2005 წელს მალტაში მოგზაურობის დროს ეკეთა.
ქეით მიდლტონი ზურმუხტისფერ ხავერდის კაბაში, მბზინავ კლატჩითა და „კარტიეს“ ბრილიანტებით
პრინც უილიამს, მეფე ჩარლზს, გერმანიის პრეზიდენტს და ბანკეტზე დამსწრე სხვა მამაკაცებს, ღონისძიების დრეს-კოდის შესაბამისად ეცვათ.
ქეით მიდლტონი „ალესანდრა რიჩის“ ულამაზეს კაბაში, პრინცესა დაიანას საფირონის სამკაულით ბრწყინავდა




