მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მეუღლესთან, ჯასტინ ტერუსთან ერთად ამჯერად ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანთან გადაიღეს. წყვილი რომანტიკულ ვახშამზე განმარტოებას გეგმავდა, თუმცა ცნობისმოყვარე პაპარაცებისგან თავის დაღწევა მაინც ვერ მოახერხა. ენისტონი საოცრად ბედნიერი ჩანდა საყვარელი მეუღლის გვერდით.
მუდამ ელეგანტური ენისტონი, ამჯერადაც გემოვნებით იყო შემოსილი. 47 წლის მსახიობი შავ მაისურში, კლასიკურ შარვალსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოჩნდა რესტორანთან. სპორტულ, მაგრამ ჩვეულ სექსუალურ სტილს ინარჩუნებდა 45 წლის ჯასტინ ტერუც, რომელმაც პაპარაცების გამოჩენა არ შეიმჩნია და მშვიდად დატოვა ტერიტორია.