მანამ, სანამ ეკრანებზე ჯენიფერ ენისტონის ახალი კომედია „მკვლელობის საიდუმლო“ გამოვა, მსახიობმა ახალ პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო, ამჯერად პაპარაცებმა ენისტონი ნიუ-იორკში დააფიქსირეს, სადაც ის ახალი სატელევიზიო პროეტში „დილის შოუ“ მონაწილეობს. 50 წლის ენისტონის პარტნიორი ახალ პროექტში 43 წლის მსახიობი რიზ უიზერსფუნია. ფოტოგრაფებმა მსახიობები ერთ-ერთი სცენის გადაღებისას, ჩხუბის მომენტში დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ სერიალს სთრიმინგ-სერვისისთვის Apple Plus TV-ისთვის იღებენ. ახალი სერიალის გმირები დილის გადაცემის თანამშრომლები არიან.