LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტერუს სახლი, რომელიც წყვილმა თავად დააპროექტა  (ფოტო)

137

ჟურნალ Architectural Digest-ის მარტის ნომერში მკითხველი ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტერუს კალიფორნიაში მდებარე სახლს დაათვალიერებს. 48 წლის ენისტონისა და 46 წლის ტერუს საცხოვრებელი აპარტამენტი, სადაც წყვილი ძაღლებთან ერთად ცხოვრობს, მართლაც ულამაზესია: „ეს ულამაზესი სივრცეა, სადაც ვხედავ ჩემს მეუღლეს, ძაღლებს, მშობლიურ კედლებს“, – ამბობს ენისტონი ჟურნალისტებთან.

სახლის პროექტი არქიტექტორმა არჩიბალდ ქუინსი ჯონსმა შექმნა. თავად ენისტონი არქიტექტორების ჯგუფთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საბოლოო დიზაინის შემუშავებაში: „რომ არა მსახიობობა, ნამდვილად დიზაინერი გავხდებოდი. მე მიყვარს შემოქმედებითი პროცესი“, – ამბობს ენისტონი. მისივი თქმით, სახლის დაპროექტებაში მონაწილეობა ჯასტინ ტერუმაც მიიღო.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g