ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის ოჯახური თანაცხოვრება დასრულდა. ვარსკვლავური წყვილი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობს. ამ დღეებში მსახიობი ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს, გარნერი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. შეგახსენებთ, რომ უკვე ექს-მეუღლემ მისი და ბავშვების სახლი რამდენიმე დღის წინ დატოვა და საცხოვრებლად მარტო გადავიდა.
„სახლი ჯენიფერს ეკუთვნის და ბავშვებმა კარგად იციან ამის შესახებ. ისინი მიეჩვივნენ ახალ ცხოვრებას, ხოლო დაშორების მიუხედავად მამასთან კვლავ დიდ დროს ატარებენ, რადგან ბენი მათთან ახლოს ცხოვრობს“, – განაცხადა ინსაიდერმა.
ცნობილი ფაქტია ასევე ისიც, რომ გარნერი და აფლეკი არ ისარგებლებენ ადვოკატების მომსახურებით და სასამართლო პროცესზე პირადად გამოცხადდებიან. ამ გზით კი სურთ, არასასურველი ინფორმაციის პრესაში მოხვედრა თავიდან აიცილონ.
