LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებას” წაიყვანს

147
AMAs-Host-Graphic_16x9_NoText

American Music Awards-ის წამყვანად, ჯენიფერ ლოპესი დასახელდა. ჯეი ლო ამ ამპლუას დაჯილდოებაზე, მეორედ მოირგებს. პირველად ის დაჯილდოების ,,ჰოსთად”, 2015 წელს მოგვევლინა.

აღსანიშნავია, რომ საღამოზე ლოპესის სპეციალური პერფორმანსიც შედგება.

ცნობისთვის, ჯენიფერ ლოპესი სხვადასხვა დროს დაჯილდოების გამარჯვებულად, სამჯერ იქცა. ის ამ დრომდე AMAs-ზე, შვიდჯერ იყო ნომინირებული.

შეგახსენებთ, რომ American Music Awards ორ წლიანი პაუზის შემდეგ 26 მაისს, ლას-ვეგასში გაიმართება.

American Music Awards-ის გამართვის თარიღი ცნობილია – დაჯილდოება ორ წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები