LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი, ბელა ჰადიდი და სხვები – ვარსკვლავები პლასტიკურ ოპერაციებამდე და შემდეგ

2506
Untitled design

ჰოლივუდის ვარსკვლავები, მუსიკოსები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები – ყველა მათგანი ცდილობს, რაც შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს და ზოგს ეს ასაკის მიუხედავადაც კარგად გამოსდის. თუმცა, რაც არ უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიონ, ვარსკვალვები ამ ყველაფერში პლასტიკური ქირურგიის როლს მაინც ვერ უარყოფენ.

ვარსკვლავები პლასტიკურ ოპერაციებამდე და შემდეგ:

ჯენიფერ ლოპესი – ვარსკვლავი 50 წლისაა, თუმცა მისი შემხედვარე ვერავინ იტყვის, რომ ლოპესმა ნახევარ საუკუნეს გადააბიჯა. მსახიობი თავისუფლად დადის პოდიუმზე ,,ვერსაჩეს” საკმაოდ თამამი კაბებით და 30 წლის ასაკის შესაბამისად გამოიყურება. ლოპესის სხეულის ყველაზე ცნობილი ნაწილი უკანალია. მიუხედავად იმისა რომ ჯენიფერს, ისევე როგორც ლათინოამერიკელთა უმეტესობას, ბუნებრივად ფართო თეძოები და მრგვალი უკანალი ჰქონდა, მან მაინც გადაწყვიტა თავისი ,,სავიზიტო ბარათის” იმპლანტებით გადიდება. გარდა ამისა, ლოპესს კორექციები გაკეთებული აქვს სახეზეც, რისი წყალობითაც შეიცვალა მისი ცხვირის და ღაწვების ფორმა. ჯენიფერი აქტიურად ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე. იგი რეგულარულად სტუმრობს კოსმეტოლოგს და პერიოდულად ნაოჭებს ისწორებს.

დემი მური – მსახიობს არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. მურმა მკერდი გაიდიდა, თუმცა პირველი იმპლანტები მის სხეულზე ძალიან არაბუნებრივად გამოიყურებოდა, ამიტომ დემის განმეორებითი ოპერაციის გაკეთება და იმპლანტების შეცვლა მოუწია. გარდა ამისა, მურს კორექციები სახეზეც აქვს გაკეთებული. განსაკუთრებით თვალში მოსახვედრი შედეგი მას ბიშექტომიამ, ე.წ. ,,ბიშეს ბალიშების” ამოჭრამ მისცა, რომლის საშუალებითაც ღაწვები უფრო გამოკვეთილი ხდება და სახის ოვალი იცვლება. თუმცა ზოგიერთი პლასტიკური ქირურგი ბიშექტომიის ნაცვლად ჰიალურონის მჟავის საშუალებით არჩევს ფორმის კორექციას, რადგან ბიშეს ბალიშებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. ისინი სახის კუნთებისათვის ერთგვარი საყრდენის ფუნქციას ასრულებენ და თუკი ისინი არ გვაქვს, ასაკთან ერთად სახე ,,დაბლა იწევს”. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა, ასაკთან ერთად მური უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე აღნიშნული ოპერაციის გარეშე შეიძლებოდა.

ბელა ჰადიდი – კიდევ ერთი ცნობილი ვარსკვლავი, რომელმაც ბიშექტომია გაიკეთა, ბელა ჰადიდია. სუპერმოდელს მილიონიანი კონტრაქტების გასაფორმებლად სერიოზული მუშაობა მოუწია საკუთარ გარეგნობაზე. სახის კონტურების გამოკვეთის გარდა, ჰადიდმა შეიცვალა წარბების ფორმაც რათა ე.წ. “მელიის გამოხედვა” ჰქონოდა. მას რინოპლასტიკაც აქვს გაკეთებული.

ნიკოლ კიდმანი – ავსტრალიელ ლამაზმანს სულ ოდნავ ეტყობა რინოპლასტიკის კვალი, მაგრამ ცხვირის ფორმა შეცვლილი აქვს. კიდმანმა ერთი პერიოდი მიბაძა ჰოლივუდურ მოდას და მკერდი გაიდიდა, თუმცა შემდეგ იმპლანტები ამოიღო და მკერდის კორექცია გაიკეთა. გარდა ამისა ნიკოლი სისტემატურად იყენებს ფილერებს, რომლების სახის კონტურების გამოსაკვეთად და ნაოჭების გასასწორებლად გამოიყენება.

ჯორჯ კლუნი – პლასტიკურ ქირურგიას ჰოლივუდში არა მხოლოდ ქალბატონები მიმართავენ, თუმცა როგორც წესი, მამაკაცები მათთან შედარებით გჰაცილებით ნაკლებ ოპერაციას იკეთებენ. ჯორჯ კლუნის ქუთუთოების პლასტიკა აქვს გაკეთებული, თუმცა მსახიობი ძალიანჯ ბუნებრივად ბერდება, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ სხვა სახის ოპერაცია მას არ გაუკეთებია.

ტომ კრუზი – თუ ყველასთვის ცნობილია, რომ ტომ კრუზს ,,ჰოლივუდური ღიმილის” მისაღებად კბილების რესტავრაცია დასჭირდა, ცოტამ თუ ისიც, რომ მას ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული. გარდა ამისა, კრუზმა სახის ქვედა ნაწილის პლასტიკა გაიკეთა და იმისათვის, რათა უფრო მამაკაცური გამომეტყველება ჰქონოდა, ქვედა ყბების ფორმა შეიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g