LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი და დევიდ გეტა პირველ ერთობლივ ტრეკს გამოუშვებენ

158
photo-collage.png (16)

ჯენიფერ ლოპესმა სიმღერა – Save Me Tonight ოფიციალურად დააანონსა. საცეკვაო ტრეკი, რომლისთვისაც მან დევიდ გეტასთან ითანამშრომლა, 6 მარტს გამოვა.

აღსანიშნავია, რომ Save Me Tonight ჯეი ლომ პირველად გასულ წელს WorldPride Music Festival-ზე, შემდეგ კი ტურნეს რამდენიმე კონცერტზე შეასრულა, თუმცა სიმღერის სტუდიური ვერსია არ გამოუქვეყნებია.

ცნობისთვის, მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის მიუხედავად, ლოპესს გეტასთან აქამდე არ უმუშავია – Save Me Tonight მათი პირველი კოლაბორაცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, ჯენიფერ ლოპესი სცენას აქტიურად დაუბრუნდა. შარშან, მან საზაფხულო ტურნე გამართა, 30 დეკემბრიდან კი ლას-ვეგასში საკონცერტო რეზიდენცია დაიწყო, რომელიც 6 მარტიდან განახლდება და 28 მარტამდე გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები