LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსი თხოვდება – მსახიობი ნიშნობის ბეჭდით გადაიღეს (ფოტო)

9328184-0-image-a-129_1549173248784

ჯენიფერ ლოურენსი და კუკ მარონი დაინიშნნენ. ინფორმაცია ამის შესახებ მედიასთან 28 წლის მსახიობის აგენტმა დაადასტურა.

საინტერესოა, რომ ხმები წყვილის ნიშნობის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ,,ოსკაროსანი” ვარსკვლავის მარცხენა ხელის არათითზე პაპარაცებმა ბეჭედი დააფიქსირეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ლამაზმანი ბეჭდის დაფარვას ცდილობდა, კადრში ძვირადღირებული სამკაული მაინც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოურენსის რჩეული, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კუკ მარონი, გალერეა Gladstone 64-ის დირექტორია. როგორც ცნობილია, წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრისგან, ლორა სიმპსონისგან გაიცნო. ისინი ერთმანეთს გასული წლის მაისიდან ხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები