დუშეთის,, ჯეო ჰოსპიტალს“-ში მოქმედი იმუნიზაციის კაბინეტი, რეგულაციების მოთხოვნებს სრულად პასუხობს.
ცოტახნის წინ, იმუნიზაციის ცენტრში “ასტრაზენეკათი” უცხოელი მოქალაქეები აიცრნენ. ოჯახმა, რომელიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევა, იმუნიზაციისთვის არჩევანი დუშეთის კლინიკაზე შეაჩერა.
შეგახსენებთ , რომ ამავე სამედიცინო ცენტრის ექიმებმა გამოაჯანმრთელეს 95 წლის კოვიდპაციენტი, გოგალი ბაბუ ხევსურეთიდან, რომელიც თავს მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს.