LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ აცრის შემდეგ სიმპტომები 72 საათზე მეტხანს გაგრძელდა დარეკეთ 112 ან 1522: იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი

533
unnamed (1)

ვაქცინის გვერდით მოვლენებზე საუბრისას, მან ყველა ის სიმპტომები ჩამოთვალა, რომელიც აცრამ შეიძლება გამოიწვიოს: ტემპერატურის მატება, კუნთების სისუსტე, სახსრების ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, მტკივნეულობა აცრის გაკეთების ადგილზე და ა.შ.

მისივე თქმით, თუ ეს სიმპტომები 72 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, უნდა დარეკონ დარეკონ 112-ზე ან ცხელ ხაზზე – 1522, საიდანაც მიიღებენ შესაბამის რჩევებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს აცრის შემდგომი მეთვალყურეობის სისტემა, შექმნილია იმუნიზაციის უსაფრთხოების კომიტეტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს. მისი განახლება მოხდა სწორედ კოვიდის ვაქცინის დანერგვის წინა პერიოდში.

მინდა ვთხოვო საზოგადოებას, განსაკუთრებით, ეს ჩემს კოლეგებს ეხება, ყველა რეაქცია, რომელსაც თქვენ ჩათვლით, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს შეტყობინებული, უნდა შეატყობინოთ 112-ს.

მაგალითად, თუ ტემპერატურა 38 გრადუსის ზემოთ, გაგრძელდა 72 საათის განმავლობაში, ეს არ ითვლება ნორმალურად და სასწრაფო შეტყობინებას ექვემდებარება. ასეთი რეაქციები აქვს არა მხოლოდ კოვიდვაქცინას, არამედ ყველა ვაქცინას, რომელიც , მაგალითად, ბავშვთა ასაკშიც კეთდება,”-განაცხადა ლია ჯაბიძემ.

AstraZeneca-ზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ ვაქცინას ისეთივე გვერდითი მოვლენები ახასიათებს, როგორც ნებისმიერ სხვას. ლიკა ჯაბიძის განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდგომ, გვერდითი მოვლენები, დაახლოებით, 10%-ში გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები