LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯერ არ არის ცნობილი რომელი კლასტერიდან არიან” – მარინა ენდელაძე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებზე

215
ახალი შემთხვევა1

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში დღეს დილით დადასტურებული კიდევ სამი შემთხვევიდან, პაციენტები აღნიშნულ კლინიკაში არ იმყოფებიან. ენდელაძის განმარტებით, ახალ კორონავირუსზე ანალიზი კლინიკაში ჩატარდა, თუმცა მისი ვარაუდით ისინი  ბოჭორიშვილის კლინიკის პაციენტები არიან. მისი თქმით, ამ დროისათვის უცნობია იმ კლასტერის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ახალი დადასტურებული შემთხვევის პაციენტები განეკუთვნებიან.

მარინა ენდელაძის განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის სულ 47 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 31 ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული. ენდელაძე აცხადებს, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“არის მსუბუქიც, საშუალოც და მძიმე ფორმაც, მაგრამ სტაბილურია. ყველაზე ასაკოვანი პაციენტის 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა, საყურადღებოა, მაგრამ ისიც სტაბილურია. რაც შეეხება ბავშვებს, იცით, რომ მათ შემთხვევაში ვირუსული ინფექცია შედარებით უფრო მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს”, – აცხადებს მარინა ენდელაძე.

ინფექციურ საავადმყოფოში, დღეს კიდევ 15 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g